|
2023-01-26 23:36:09, 1627 ნახვა
ომი უკრაინაში
იუშენკო - პუტინის ქმედებების გამო რუსეთი საერთაშორისო საზოგადოებას ჩამოშორდა - რუსეთის ტერიტორია ციმბირული ჭაობია
პუტინი ძალიან დიდი პრობლემაა. პრობლემა სახელად პუტინი, სამედიცინო მეთოდებით და მედიკამენტებით არ იკურნება, - ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშენკომ განაცხადა. მისივე თქმით, პუტინის ქმედებების გამო რუსეთი გლობალურ საერთაშორისო საზოგადოებას ჩამოშორდა, ეს დამოკიდებულება კი ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდება. მან დასძინა, რომ პუტინმა ევროპაში კოლექტიური კორუფციული ინტერნაციონალი შექმნა, რუსული პოლიტიკიდან ყველაზე დიდი სარგებელი კი გერმანიამ მიიღო, ეს არის იმის განმაპირობებელი ფაქტორი, რომ გერმანიის მოსახლეობის ნაწილი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგი იყო. "პუტინი ძალიან დიდი პრობლემაა. პრობლემა სახელად პუტინი, სამედიცინო მეთოდებით და მედიკამენტებით არ იკურნება. პუტინის ქმედებების გამო რუსეთი გლობალური საერთაშორისო საზოგადოებას გლობალური მასშტაბებით ჩამოშორდა. ეს ეხება ეკონომიკური, პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობებს. ეს დამოკიდებულება ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდება. რუსეთის ტერიტორია უკვე მივიწყებული, ციმბირული ჭაობია. ამასთან 15 წლის განმავლობაში პუტინმა შექმნა პოლიტიკა, რომელმაც დასავლეთში ძალიან ბევრი ადამიანი შეიტყუა. ეს არის Путин-ферштейн-ს პოლიტიკა. მახსოვს ერთხელ რუსეთმა გაზის მოწოდება შეამცირა. ბაროზოს დავურეკე და ვუთხარი რომ ვითარების გასარკვევად ევროპელი ინსპექტორები გამოეგზავნა. იცით რა მითხრა? პუტინს ნახევარი საათის წინ ვესაუბრე, გაზის მიწოდება არ შეუმცირებია და მე მისი მჯერაო. ეს იყო რუსული ვერსია უკრაინული ძარცვის. პუტინი დაბალი მორალის მქონე ადამიანია. როდესაც ამბობენ, რომ პუტინმა რომ ევროპაში კოლექტიური კორუფციული ინტერნაციონალი შექმნა - სიმართლეა. როდესაც ევროპის 25 მაღალჩინოსანი გაზპრომში, როსნეფტსა და სხვადასხვა რუსულ კომპანიებში, - ეს არის პასუხი ყველა შეკითხვაზე. რუსული პოლიტიკიდან ყველაზე დიდი სარგებელი გერმანიამ მიიღო. დღეს როდესაც გვესმის, რომ გერმანიის მოსახლეობის ნაწილი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია, ეს პუტინის პოლიტიკის შედეგია", - განაცხადა იუშენკომ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)