|
2023-01-26 22:25:01, 1671 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - მცდელობა, დაეშინებინა უკრაინა მასიური სარაკეტო დარტყმით, ახლახან დამარცხდა, ისევე როგორც მთელი რუსეთი დამარცხდება
ტერორისტული ქვეყნის მორიგი მცდელობა, დაეშინებინა უკრაინა მასიური სარაკეტო დარტყმით, ახლახან დამარცხდა, ისევე როგორც მთელი რუსეთი დამარცხდება, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლების შტაბის შეხვედრაზე. მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს, როგორც სამომავლო სარაკეტო საფრთხის წინააღმდეგ მისაღები ზომები, ასევე შეიარაღებისა და აღჭურვილობის მიღების და ჯარების დაჯგუფების ოპერატიული განაწილების საკითხი. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, საზღვარგარეთ უკრაინელი სამხედროების მომზადების საკითხს. "ახლახან დასრულდა უმაღლესი მთავარსარდლების შტაბის მორიგი შეხვედრა, სადაც განიხილეს ზომები მომავალი სარაკეტო საფრთხის წინააღმდეგ კიდევ უფრო საიმედო კონტრზომებისთვის. მათ ასევე მოისმინეს ოპერატიული ტერიტორიების მეთაურების მოხსენებები ფრონტზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ბახმუტის მიმართულებით ვითარება დეტალურად იქნა შესწავლილი. მათ შეხვედრის მონაწილეებთან განიხილეს შეიარაღებისა და აღჭურვილობის მიღებისა და ჯარების დაჯგუფების მიერ მისი ოპერატიული განაწილების საკითხი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვარგარეთ უკრაინელი სამხედროების მომზადების საკითხს. ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ იმისათვის, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები გავხადოთ უფრო ძლიერი", - განაცხადა ზელენსკიმ.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)