12:10 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-26 18:14:37, 636 ნახვა

სამართალი
111 000 000 აშშ დოლარისა და 2 500 000 ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე პროკურატურამ 16 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ უცხოელ სამართალდამცავებთან ერთად ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 3 ფიზიკური და 13 იურიდიული პირის მიმართ.

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელთა მიზანს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღება წარმოადგენდა. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები ჩაიდინეს, რომლებიც მოიცავდა ასეულობით მილიონი აშშ დოლარის მრავალეპიზოდიან თაღლითობას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, კიბერდანაშაულს და ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებას.

ბრალდებულებმა, მოპოვებული ასობით მილიონი აშშ დოლარისთვის კანონიერი სახის მიცემის და მისი უკანონო წარმომავლობის შენიღბვის მიზნით, მათ დაქვემდებარებაში არსებული იურიდიული პირების გამოყენებით, საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში ანგარიშები გახსნეს, ფიქტიური დანიშნულებებით მრავალჯერადი საბანკო ტრანზაქციები განახორციელეს და დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხები ძვირადღირებულ უძრავ ქონებებში დააბანდეს.

ასევე,დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, მათ მიერ კონტროლირებადი უცხოური საბანკო ანგარიშებიდან, საქართველოში გახსნილ ანგარიშებზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების აკუმულირება მოახდინეს და კომპანიების საბანკო ანგარიშებს შორის მრავალჯერადი ბუნდოვანი და ფიქტიური ტრანზაქციები განახორციელეს. გარდა ამისა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხით ამავე პერიოდში დაახლოებით 11 000 000 ლარად, შეიძინა ქობულეთში მდებარე ჯამში 21 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასე არსებული შენობა-ნაგებობები.

აღნიშნული ქმედებებით, ბრალდებულებმა 111 000 000 აშშ დოლარის და 2 500 000 ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.

გამოძიების მიერ, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, დაყადაღებულია ბრალდებულების და მათი საწარმოების საბანკო ანგარიშებზე არსებული დაახლოებით 70 მილიონი აშშ დოლარი და 1 760 000 ევრო, ასევე დანაშაულებრივი შემოსავლით შეძენილი 21 ათასი კვ.მ. საინვესტიციო მიწის ნაკვეთები და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები.

პროკურატურის მიერ უცხოელ პარტნიორებთან კოორდინაციაში, გატარდება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები როგორც ფულადი თანხების, ისე უძრავი ქონების ჩამორთმევის მიზნით.

ფიზიკურ პირებს ბრალდება წარედგინათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება 13 იურიდიულ პირს, ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს",- ნათქვამია უწყების განცხადებაში. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
მერია - მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
გარემოს ეროვნული სააგენტო - ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics