|
2023-01-26 11:01:51, 884 ნახვა
პოლიტიკა
ბროუდერი სააკაშვილზე - მსგავსი რამ უკვე ნანახი მაქვს - ეს არის სერგეი მაგნიტსკი, რომელიც პატიმრობაში ნელი სიკვდილით მოკლეს
რაც მე ვიხილე მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, ეს არის ადამიანის უფლებებს უხეში დარღვევა, ამიტომ "მაგნიტსკის სიას" უნდა დაემატონ ადამიანები, რომლებიც მას აწამებენ და კლავენ, - ამის შესახებ ბილ ბროუდერმა "თაიმს-რადიოს" განუცხადა. ბროუდერის თქმით, სამართლებრივი საფუძველი, რომ მესამე პრეზიდენტი ახლა პატიმრობაში იმყოფებოდეს, არ არსებობს. "საქართველოს ხელისუფლება არის პრორუსული. მათთან პუტინს დიდი გავლენები აქვს. არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ სააკაშვილი ახლა პატიმრობაში იმყოფებოდეს. მაშინ, როდესაც პუტინს 2008 წელს საქართველოს მიტაცება სურდა, სააკაშვილი მას შეეწინააღმდეგა. სწორედ ამიტომ, ის პუტინის სამიზნე გახდა. ის მისი მტერია და სურს, შური იძიოს. მან 40-50 კილო დაკარგა. არის ნაწამები. ექსპერტები საუბრობენ მის მოწამვლაზე. უნდა იცოდეთ, რომ ეს საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული. ის კვდება და ამიტომ, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს მკურნალობის მიზნით. მე წარსულში მსგავსი რამ უკვე ნანახი მაქვს. ეს არის სერგეი მაგნიტსკი, რომელიც იყო ნაწამები და საბოლოოდ პატიმრობაში ნელი და მტანჯველი სიკვდილით მოკლეს. რადგან მე ვიყავი მისი მკვლელობის მოწმე, შედგა სერგეის მკვლელების სია, რომელსაც დაერქვა "მაგნიტსკის აქტი". რაც მე ვიხილე სააკაშვილის შემთხვევაში, ესეც არის ადამიანის უფლებებს უხეში დარღვევა, ამიტომ "მაგნიტსკის სიას" უნდა დაემატონ ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს აწამებენ და კლავენ", - აცხადებს ბილ ბროუდერი. შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბროუდერს წერილით მიმართა და სთხოვა, რომ "ქართულ ჯგუფებს" მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დაეხმაროს. ექსპრეზიდენტმა წერილში აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდება, "ადგილობრივი ოლიგარქიული ნაძირლები" კი, ამას "უბრალოდ დასცინიან". აღნიშნულის პასუხად, ბროუდერმა გაავრცელა განცხადება და მიხეილ სააკაშვილს სთხოვა, მოწამვლასა და წამებაზე პასუხისმგებელ პირებთან დაკავშირებით დოკუმენტაცია მიეწოდებინა.
საქართველოში 3.941 მილიონი ადამიანი ცხოვრობს - ყველაზე მრავალრიცხოვანი 35-39 ასაკის, ყველაზე მცირერიცხოვანი ერთ წლამდე
„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო
Global Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)