22:09 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-25 19:54:16, 1803 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი ზელენსკის - გისურვებთ, რომ მომავალი დაბადების დღე თავისუფალ და გაერთიანებულ უკრაინაში გეზეიმოთ

ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ, რომ მომავალი დაბადების დღე თავისუფალ და გაერთიანებულ უკრაინაში გეზეიმოთ, - ასე მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაბადების დღე.

მისივე თქმით, უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაც იქნება, და პრეზიდენტ ზელენსკის სიძლიერე, გამძლეობა და თავისუფლება უსურვა სუვერენიტეტისთვის დაუღალავ ბრძოლაში.

"ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ, რომ მომავალი დაბადების დღე თავისუფალ და გაერთიანებულ უკრაინაში გეზეიმოთ! გისურვებთ სიძლიერესა და გამძლეობას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის ამ დაუღალავ ბრძოლაში! თქვენი გამარჯვება, ჩვენი გამარჯვება იქნება! დიდება უკრაინას!", - წერს ზურაბიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics