|
2023-01-25 15:06:17, 1746 ნახვა
ომი უკრაინაში
გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს გადასცემს
გერმანია ადასტურებს, რომ უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკებს მიაწვდის,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ინფორმაცია მედიაში რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. "გერმანიის მთავრობამ ახლახან დაადასტურა, რომ გადაწყვეტილება უკრაინაში 14 ლეოპარდის გაგზავნის შესახებ კანცლერმა შოლცმა დღეს დილით მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა",- წერს გამოცემა. გარდა ამისა, გერმანია ასევე დაამტკიცებს მესამე ქვეყნების მიერ Leopard-ების ექსპორტს. "ეს არის გერმანიის უახლოეს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ინტენსიური კონსულტაციების შედეგი. გადაწყვეტილება მიჰყვება ჩვენს კარგად ცნობილ მხარდაჭერის ხაზს უკრაინის მიმართ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. საერთაშორისო დონეზე მჭიდროდ კოორდინირებულად ვმოქმედებთ",- განაცხადა შოლცმა. ცნობისთვის, მანამდე გერმანულმა გამოცემა, Spiegel-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოლაფ შოლცმა მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები მიაწოდოს.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)