|
2023-01-25 10:09:46, 1788 ნახვა
ომი უკრაინაში
NYT - აშშ-ის თავდაცვა გეგმავს, რომ საარტილერიო ჭურვების წარმოება 500%-ით გაზარდოს
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს, რომ მომდევნო 2 წლის განმავლობაში საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოების 500%-ით გაზარდოს, რაც ყოველთვიურად 90 000 ჭურვის წარმოებას გულისხმობს. როგორც გამოცემა The New York Times-ი აშშ-ის არმიის მოხსენებაზე დაყრდნობით წერს, საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოების გაფართოების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არის ყველაზე ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ აშშ გეგმავს უკრაინის მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი. ”პენტაგონი მიზნად ისახავს გაზარდოს საარტილერიო ჭურვების წარმოება 500%-ით მომდევნო 2 წლის განმავლობაში, რაც ჩვეულებრივი საბრძოლო მასალის წარმოებას უხილავ დონემდე მიიყვანს, რადგან ამაში მილიარდობით დოლარია ინვესტირებული",- წერს გამოცემა. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, აშშ-ს არმია თვეში 14400 უმართავ ჭურვებს აწარმოებდა, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მიწოდების აუცილებლობამ პენტაგონის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა გაესამმაგებინა წარმოება სექტემბერში და კვლავ გაეორმაგებინა იანვარში.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)