|
2023-01-24 17:48:27, 1788 ნახვა
ომი უკრაინაში
ბერბოკი - უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, არა მხოლოდ გერმანიის, არამედ ყველა ქვეყნის
ვაღიარებ, უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ყველა ქვეყნის. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ქვეყნებს ტანკების მიწოდებისკენ, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ანალენა ბერბოკმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, გერმანიის მთავრობაში Leopard ტიპის ტანკების საკითხთან დაკავშირებით გარკვეული უთანხმოებებია, მაგრამ საჭიროა არა ერთმანეთის დადანაშაულება, არამედ საერთაშორისო მხარდაჭერა. ”დიახ, ჩვენ გვჭირდება მეტი სამხედრო მხარდაჭერა, მაგრამ ასევე გვჭირდება მეტი ჰუმანიტარული მხარდაჭერა და ასევე პასუხისმგებლობის დაკისრება [რუსეთის ხელმძღვანელობისთვის]", - დასძინა ბერბოკმა. შეგახსენებთ, მანამდე, ბერბოკმა თქვა, რომ გერმანია წინააღმდეგი არ იქნება, თუ პოლონეთი უკრაინაში Leopard-ის ტანკებს გაგზავნის, ვინაიდან უნდა გადარჩეს ადამიანების სიცოცხლე და გათავისუფლდეს უკრაინა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)