|
2023-01-23 17:07:39, 3305 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი - შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით
არანაირი საფუძველი, ვინმემ ეჭვი შეიტანოს იმაში, რომ სანქციების აღსრულება საქართველოში ჯეროვნად არ ხდება, არ არსებობს, - შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა არაერთი განცხადება. როგორც მან აღნიშნა, სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებას ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს პარტნიორებთან. ფინანსთა მინისტრის თქმით, ქვეყანას მიღებული აქვს მადლობის წერილები საერთაშორისო სანქციების აღსრულების ნაწილში დადგენილი სტანდარტების შესრულებისთვის. „სანქციების აღსრულების ნაწილში, როგორც საფინანსო სექტორის, ასევე, ვაჭრობის ნაწილში, საქართველოს ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის მიერ ძალიან მკაცრი კონტროლი ხორციელდება. შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს, ვინმემ ეჭვი შეიტანოს იმ ღონისძიებებში, რა ღონისძიებებსაც საქართველო ახორციელებს. ამ ნაწილში შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე, ევროკავშირთან. ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ინფორმაციის გაცვლა და კომუნიკაცია. ძალიან ბევრი მადლობის წერილი აქვს საქართველოს მიღებული იმ ღონისძიებებისთვის, რაც განხორციელდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რათა სანქციების აღსრულება მოხდეს დადგენილი საერთაშორისო სტანდარტებით. ყველა ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა, რომ ქვეყანას ჰქონდეს ამ მიმართულებით, როგორც ვაჭრობის, ისე საფინანსო და საბანკო სექტორთან მიმართებით - ადგილზეა. ჩვენ, ასევე, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ იმ ორგანოებთან და იმ სააგენტოებთან, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ კონტროლს, როგორც ევროკავშირში, ასევე, დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში, რომელთაც უშუალოდ აქვთ დაწესებული სანქციები. შესაბამისად, ეს კომუნიკაცია, ის ღონისძიებები, რაც საქართველომ გაატარა, იძლევა იმის გარანტიას, რომ ჩვენი ქვეყანა პირნათლად ასრულებს მის მიერ აღებულ ვალდებულებებს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ტურიზმი და ექსპორტი უფრო მეტად გაიზარდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან მიმართებით, ვიდრე რუსეთთან მიმართებით. „მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ საქართველოში ტურიზმისა და ექსპორტის ზრდა გაცილებით მაღალი იყო რუსეთის გარეშე, ვიდრე რუსეთთან ერთად. მთელ მსოფლიოსთან ექსპორტი გაიზარდა იმაზე მეტად, ვიდრე გაიზარდა რუსეთთან მიმართებით. ასევე, მთელ მსოფლიოსთან მიმართებით ტურიზმი გაიზარდა იმაზე მეტად, ვიდრე რუსეთთან. შესაბამისად, ამ ნაწილში უმჯობესია, რომ დავეყრდნოთ ოფიციალურ სტატისტიკას და სწორედ არსებული სტატისტიკიდან გამოვიტანოთ დასკვნები", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ჰაკერები პენტაგონის ახალ ღრუბლოვან პლატფორმაში შეიჭრნენ, რომელიც საჰაერო თავდაცვის რადარის მონაცემებს ინახავს
თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
კობახიძე თურქების პოგრომზე - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



