|
2023-01-19 13:12:13, 1742 ნახვა
ომი უკრაინაში
NYT - აშშ განიხილავს, რომ უკრაინას ყირიმის ნახევარკუნძულზე თავდასხმისთვის საჭირო ტექნიკა მიაწოდოს
უკრაინელ ოფიციალურ პირებთან დისკუსიის შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაცია იწყებს აღიარებას, რომ უკრაინას, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმზე დარტყმისთვის, შეიძლება სამხედრო ტექნიკა დასჭირდეს, თუნდაც ამ ნაბიჯმა ესკალაციის რისკი გაზარდოს. აღნიშნულ ინფორმაციას The New York Times რამდენიმე ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ოფიციალური პირები, ანონიმურობის დაცვით, გამოცემას ეუბნებიან, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ყირიმში რუსეთის სამხედრო ბაზებზე თავდასხმისთვის საჭირო შორს მოქმედი დისტანციის სარაკეტო სისტემების უკრაინისთვის გადასაცემად ჯერ მზად არ არის, თუმცა საკითხთან დაკავშირებით პოზიციები შერბილებულია. მაღალჩინოსნების თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციას ახლა სჯერა, რომ თუ უკრაინელ სამხედროებს ექნებათ ის, რაც სჭირდება ყირიმის დეოკუპაციას, მომავალ მოლაპარაკებებში ქვეყნის პოზიცია უფრო მყარი იქნება. The New York Times წერს, რომ ორივე მხარის ოფიციალური პირები განიხილავენ ამერიკული იარაღის გამოყენებას, როგორიცაა HIMARS-ის სარაკეტო სისტემები და Bradley-ს საბრძოლო მანქანები, შესაძლო სამიზნე კი, ყირიმის ხიდია, რომელიც კრიტიკული მიწოდების მარშრუტია და ყირიმს, ოკუპირებული ქალაქების გავლით, რუსეთთან აკავშირებს. თეთრი სახლის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების პოზიციაში, რომ ყირიმი უკრაინაა, ცვლილება არ არის. „ჩვენ მთელი ომის განმავლობაში ვამბობდით, რომ ყირიმი არის უკრაინა და უკრაინას უფლება აქვს დაიცვას საკუთარი თავი და სუვერენული ტერიტორია მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აცხადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი ადრიენ უოტსონი.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)