22:57 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-18 18:10:10, 1006 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის ხელისუფლებამ ეროვნული პოლიციის უფროსი იგორ კლიმენკო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნა

უკრაინის ხელისუფლებამ ეროვნული პოლიციის უფროსი იგორ კლიმენკო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ავრცელებს.

შმიგალის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი განშტოებაა და ყველა პროცესზე კონტროლის შესანარჩუნებლად უნდა იყოს შენარჩუნებული საჭირო პროტოკოლები.

"პარლამენტთან განხილვის შემდეგ იქნება წინადადება დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ.

მთავრობამ იგორ კლიმენკო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ და უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსად დანიშნა. და მას მიანდო შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი განშტოებაა და შესაბამისად, ყველა პროცესზე კონტროლის შესანარჩუნებლად საჭირო პროტოკოლები არსებობს.", - განაცხადა შმიგალმა.

შეგახსენებთ, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, და მისი პირველი მოადგილე ევგენი იენინი, ასვე შსს-ს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი დღეს კიევის ოლქში, ქალაქ ბროვარში ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
საფრანგეთის ხელისუფლებამ პოგრომების გამო კომენდანტის საათი დააწესა
საქართველოში 3.941 მილიონი ადამიანი ცხოვრობს - ყველაზე მრავალრიცხოვანი 35-39 ასაკის, ყველაზე მცირერიცხოვანი ერთ წლამდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics