|
2023-01-17 13:49:21, 1562 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - პუტინის ლოგიკაა უკრაინის ტანკებით დანაწევრება, ხალხის მოკვლა და უკრაინის დადანაშაულება „ფარისევლობაში“
პუტინის განსაკუთრებული ლოგიკა - უკრაინას ტანკებით დაანაწევრებ, მოკლავ ხალხს, დაიკავებ ტერიტორიებს და შემდეგ დაადანაშაულებ უკრაინას „ფარისევლობაში“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი Twitter-ზე წერს. მისი თქმით, უკრაინა არ მისცემს იმის საშუალებას პუტინს, რომ უკრაინელი ხალხი მოკლას. „პუტინის განსაკუთრებული ლოგიკა - უკრაინას ტანკებით დაანაწევრებ, მოკლავ ხალხს, დაიკავებ ტერიტორიებს და შემდეგ დაადანაშაულებ უკრაინას „ფარისევლობაში“, რადგან მას არ სურს „ზავი“ და აქვს „დესტრუქციული პოზიცია“, რადგან მას სურს გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები. მართლა ფიქრობს სუბიექტი [პუტინი], რომ საშუალება უნდა მივცეთ, რომ მოგვკლას?“,- წერს პოდოლიაკი. ცნობისთვის, 14 იანვარს რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო იერიში განახორციელა. ამავე დროს, დნეპრში, რუსმა ოკუპანტებმა მაღალსართულიანი კორპუსი დაბომბეს, რომელშიც დაახლოებით 1700 ადამიანი ცხოვრობდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)