|
2023-01-17 13:14:40, 944 ნახვა
პოლიტიკა
ჯეიმს კობი სააკაშვილზე - თუ ოპერაციები დროულად არ ჩატარდება, ვერ შეძლებს გამართულად სიარულს და მოძრაობას
მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე ოპერაცია სჭირდება, თუ ისინი დროულად არ ჩატარდება ვერ შეძლებს გამართულად სიარულს და მოძრაობას,- ამის შესახებ ნობელის პრემიის ლაურეატმა ექიმმა ჯეიმს კობმა განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი ციხის ერთ-ერთ დაწესებულებაში უცნაურ პოზიციაში გადაჰყავთად, სადაც დააზიანეს მისი კისერი. „ის გადაყავდაც ციხის ერთ-ერთ დაწესებულებაში უცნაურ პოზიციაში, სადაც დააზიანეს მისი კისერი. მე უკვე ვფიქრობ, რომ მენჯ-ბარძაყის ორივე სახსარში აღმჩენილი ართრიტი შესაძლოა იყოს ტოქსიკური ზემოქმედების შედეგი, ვერცხლისწყალი და ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც იწვევს სახსრების დაზიანებას. მას აქვს სერიოზული პრობლემა და ვფიქრობ, რომ კისრის და მარცხენა სახსრის პრობლემა ყველაზე სერიოზული და მტკივნეულია.სჭირდება ქირურგიული ოპერაცია კისერსა და მარცხენა მხრის სახსარზე, ასევე ოპერაცია მენჯ-ბარძაყზე. თუ ოპერაციები დროულად არ ჩატარდება ის ვერ შეძლებს გამართულად სიარულს და მოძრაობას“,- განაცხდა კობმა შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო პროცესზე ნობელის პრემიის ლაურეატი ექიმი ჯეიმს კობი დაიკითხება. გარდა ამისა, როგორც მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს პროცესის დაწყებამდე განუცხადა, დაცვის მხარე, მოწმეთა დაკითხვის რეგლამენტის განსაზღვრის მიზნით, შუამდგომლობის დაყენებას აპირებს.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)