|
2023-01-16 15:28:02, 883 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია 5 ივლისის საქმეზე - ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, დამნაშავე პუტინისტები ხელშეუხებელნი არიან
„ერთი საკითხია შემსრულებლების, ჯარისკაცების, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, მათი არასათანადო დასჯა და მეორე, მთავარი საკითხია, რომ სრულიად ხელშეუხებელნი არიან საჯაროდ ორგანიზატორები და ლიდერები ივანიშვილის რეჟიმის ამ პუტინისტური ნაწილისა“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია 5 ივლისის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას. ბოკერიას თქმით, საქმე უფრო მძიმე მუხლით უნდო ყოფილიყო აღძრული, თუმცა თავიდანვე არასწორი მუხლი გამოიყენეს, ახლა კი სასჯელი შეამსუბუქეს და "ალბათ, კიდევ უფრო შეამსუბუქებენ". „ეს იგივე ხალხია, რომელიც ტელევიზიაში იძახდა, რომ კიდევ იზამდნენ, ასე უნდა ქნან, მათ ვინც აქციაზე აორგანიზებდა. ეს იგივე ხალხია, რომელიც საჯაროდ პუტინს გულშემატკივრობს უკრაინის, ანუ საქართველოს წინააღმდეგ, ეგ ხალხი არიან სრულიად ხელშეუხებელნი. ამიტომ, თუ ვინმეს კიდევ დარჩა რამე ილუზია ამ რეჟიმის სახეზე, ამით მაინც უნდა მიხვდეს, რომ ივანიშვილის სახე არის პუტინისტური პროპაგანდა, განწყობა და სულისკვეთება, რადგან მათ ეყრდნობა საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ჩვენი ქვეყნის მომავლის ხარჯზე“, - აცხადებს ბოკერია. ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ ძალადობაში მსჯვარდებულები პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე მაია თეთრაულის გადაწყვეტილებით, 6 მსჯავრდებულს - დავით კუტალაძეს, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძესა და გია გიგუაშვილს - სასჯელი 1 წლით შეუმცირდათ.
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)