|
2023-01-15 14:51:06, 1910 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთმა დაადასტურა, რომ უკრაინას 14 ტანკსა და 30 თვითმავალ საარტილერიო დანადგარს გადასცემს
ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინისთვის ესკადრილიის გადაცემის გეგმები დაადასტურა, რომლის მიხედვითაც მიაწვდის 14 ძირითად საბრძოლო ტანკს Challenger 2-სა და 30 თვითმავალ საარტილერიო დანადგარს 155 მმ AS90 კალიბრით. როგორც მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ოფიციალური პირები თვლიან, რომ ღიაა ფანჯარა, რომელშიც რუსეთი უკან იხევს მიწოდების პრობლემებისა და მორალის დაცემის გამო, ამიტომაც, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს მოკავშირეებს, მაქსიმალურად სწრაფად გამოიყენონ 2023 წლისთვის დაგეგმილი მხარდაჭერა. "Challenger 2-ის უკრაინაში გაგზავნა არის ბრიტანეთის მხარდაჭერის ტაქტიკის ცვლილების დასაწყისი. 14 ტანკისგან შემდგარი ესკადრილია ქვეყანაში გაემგზავრება უახლოეს კვირებში. მათ მოჰყვება დაახლოებით 30 AS90 - დიდი თვითმავალი. იარაღს, რომლითაც იმუშავებს ხუთი მსროლელი“, - ნათქვამია განცხადებაში. თავდაცვის მდივანი ამ დახმარების შესახებ დამატებით დეტალებს თემთა პალატაში ორშაბათს გამოაქვეყნებს. უახლოეს დღეებში, დიდი ბრიტანეთი ასევე დაიწყებს უკრაინის შეიარაღებული ძალების წევრების წვრთნას ამ ტანკებისა და იარაღის გამოსაყენებლად. „პრემიერ მინისტრს აშკარად ესმის, რომ ხანგრძლივი და სტატიკური ომი მხოლოდ რუსეთის მიზნებს ემსახურება. სწორედ ამიტომ ის და მისი მინისტრები ისაუბრებენ ჩვენს მოკავშირეებთან მთელს მსოფლიოში უახლოეს დღეებში და კვირებში, რათა გაზარდონ ზეწოლა პუტინზე და უზრუნველყონ უკეთესი მომავალი უკრაინისთვის“, - განაცხადა დაუნინგ სტრიტის წარმომადგენელმა.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)