|
2023-01-15 13:11:34, 1773 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW ამტკიცებს, რომ უკრაინულმა ჯარებმა ქალაქი სოლიდარი დაკარგეს
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) დღეევანდელ ანგარიშში დამტკიცებით წერს, რომ უკრაინული ჯარები, სავარაუდოდ, აღარ იკავებენ პოზიციებს პირდაპირ ქალაქ სოლედარში (დონეცკის ოლქი), თუმცა უკრაინის ხელისუფლება სხვაგვარად ამბობს. კერძოდ, უკრაინულმა მხარემ, რომელიც ამტკიცებდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სოლედარში რჩებიან, გამოაქვეყნა ვიდეო უკრაინის დროშით სოლედარის დასავლეთ გარეუბანში მაღაროზე. თუმცა, ISW-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვიდეოში დროშის მახლობლად უკრაინული ან რუსული ძალები არ იმყოფებიან და ვიდეოკადრების გეოლოკაცია მიუთითებს იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს წერტილი შეიძლება იყოს სოლედარის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ის თავად დასახლებაში არ არის. შეგახსენებთ, რომ კერძო სამხედრო სტრუქტურის "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სოლედარი აიღეს, შემდეგ კი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ რეგულარულ ბრიფინგზე იგივე განაცხადა. თავის მხრივ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ბრძოლა ქალაქისთვის გრძელდება.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)