|
2023-01-15 11:49:16, 1885 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ოკუპანტების შესაჩერებლად გვჭირდება ის შეიარაღება, რომელიც ჩვენი პარტნიორების საცავებში ინახება
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ რუსული რაშიზმიც ისევე დავამარცხოთ, როგორც მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გავიმარჯვეთ, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ქალაქებზე რუსეთის ახალ სარაკეტო თავდასხმას. ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, რომ უკრაინას შესაბამისი სამხედრო აღჭურვილობა მიაწოდონ. "ოკუპანტების შესაჩერებლად ჩვენ გვჭირდება ის შეიარაღება რომელიც ჩვენი პარტნიორების საცავებში ინახება და რომლის მოწოდებასაც მოუთმენლად ველოდებით. მთელმა მსოფლიომ იცის, თუ როგორ უნდა შევაჩეროთ ის, ვინც სიკვდილს თესავს. ცნობისთვის, გუშინ, 14 იანვარს რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო იერიში განახორციელა. ამავე დროს, დნეპრში, რუსმა ოკუპანტებმა მაღალსართულიანი კორპუსი დაბომბეს, რომელშიც დაახლოებით 1700 ადამიანი ცხოვრობდა. ბოლო მონაცემებით, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 18 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, დაშავებულია 73 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)