|
2023-01-15 11:23:34, 1686 ნახვა
ომი უკრაინაში
თეთრი სახლი უკრაინის ქალაქების დაბომბვაზე - გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ჩადენილ სისასტიკეებზე რუსეთს პასუხისმგებლობა დავაკისროთ
თეთრმა სახლმა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების ახალი მასიური დაბომბვა, მათ შორის რუსული რაკეტის თავდასხმა დნეპრის საცხოვრებელ კორპუსზე. „ეს დარტყმები არის რუსეთის მიერ წარმოებული სასტიკი და ბარბაროსული ომის კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რომელიც შუქს და სითბოს ართმევს უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობას“, - თქვა ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა წერილობით განცხადებაში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის უზრუნველყოფას, რაც მას თავდაცვისთვის სჭირდება, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემები, „მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად“. "და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მუშაობას, რათა პასუხისმგებლობა დავაკისროთ რუსეთის ძალებს სამხედრო დანაშაულებებზე და სისასტიკეებზე. რუსეთი აგრძელებს უკრაინელი ხალხის სიძლიერესა და მონდომებას და მათი დემორალიზების ეს უკანასკნელი მცდელობები კიდევ ერთხელ ჩავარდება", - ხაზგასმით აღნიშნა თეთრმა სახლმა. ცნობისთვის, გუშინ, 14 იანვარს რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო იერიში განახორციელა. ამავე დროს, დნეპრში, რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს მაღალსართულიანი კორპუსი, რომელშიც დაახლოებით 1700 ადამიანი ცხოვრობდა. დანგრეულ სადარბაზოში 200-მდე ადამიანი იყო, მათგან 50 ბავშვი.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)