|
2023-01-13 18:25:34, 1733 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - მთავარი საკითხი სოლედარის, ბახმუტის და ზოგადად დონეცკის მიმართულებისთვის ბრძოლაა
"დღეს შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა, შეხვედრა თავისი ბუნებით შეესაბამებოდა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას, რა თქმა უნდა მთავარი საკითხი არის სოლედარი,ბახმუტი, ზოგადად დონეცკის მიმართულებისთვის ბრძოლა.", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრაზე დეტალურად გაანალიზეს მნიშვნელოვანი საკითხები, თუ რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს დღეებში, საუბარი იყო ასევე ჯარებისთვის იარაღის და საბრძოლო მასალების მიწოდების საკითხზე. მან დასძინა, რომ სოლედარში მყოფი უკრაინელი მებრძოლები მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ მტერს. "დღეს შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა, შეხვედრა თავისი ბუნებით შეესაბამებოდა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას, რა თქმა უნდა მთავარი საკითხი არის სოლედარი,ბახმუტი, ზოგადად დონეცკის მიმართულებისთვის ბრძოლა. ჩვენ დეტალურად გავაანალიზეთ რა გადაწყვეტილებებია საჭირო, როგორ უნდა გავძლიერდეთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგან მეთაურებმა უახლოეს დღეებში, განვიხილეთ ჯარებისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალების მიწოდების საკითხი და ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთქმედებები. დღეს განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო 77-ე ცალკეული საავიაციო ბრიგადის მედესანტეები, რომლებიც სოლედარში 46-ე ცალკეული საავიაციო ბრიგადის მებრძოლებთან ერთად იკავებენ პოზიციებს და მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ მტერს. მადლობა ბიჭებო. დიდება უკრაინას"
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)