|
2023-01-13 11:15:03, 2420 ნახვა
ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - უკრაინა გახდა ნატო-ს წევრი დე ფაქტო, მაგრამ არა დე იურე
უკრაინა გახდა ნატოს წევრი დე ფაქტო, მაგრამ არა დე იურე,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსეი რეზნიკოვმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ასეთი სიტყვები ორაზროვანად შეიძლება ჩაითვალოს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ თავად ნატოშიც - ვინაიდან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ სურს ომის მონაწილედ ჩაითვალოს. "უკრაინა, როგორც ქვეყანა და უკრაინის შეიარაღებული ძალები ნატოს წევრები გახდნენ - დე ფაქტო, მაგრამ არა დე იურე. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს იარაღი და გვესმის, როგორ გამოვიყენოთ ისინი, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ჩვენ გავხდებით ნატოს დე იურე წევრები",- განაცხადა რეზნიკოვმა. რეზნიკოვმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა დასავლეთიდან მიიღებს ტანკებს, თვითმფრინავებს და შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე დაიწყო დამოკიდებულების შეცვლა კიევისთვის იარაღის მიწოდების მიმართ. აღსანიშნავია, რომ თავად ნატო ამტკიცებს, რომ ის არ იღებს მონაწილეობას კონფლიქტში და იარაღის მიწოდებას უკრაინაში მხოლოდ თავდაცვის ალიანსის ცალკეული წევრები ახორციელებენ. ამავე დროს, ნატოს წარმომადგენლებმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს და მკაცრად დაგმეს რუსეთის ქმედებები.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)