|
2023-01-12 09:45:01, 1562 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის აგრესია არყევს საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს - აშშ-მა და იაპონიამ სხდომა გამართეს
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უსაფრთხოების საკითხებზე, აშშ-იაპონიის საკონსულტაციო კომიტეტის სხდომა გამართეს. სხდომაზე ქვეყნებმა რუსეთის ქმედებები დაგმეს და უკრაინის მხარდაჭერა გამოხატეს. „ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ პრეზიდენტ პუტინის ომის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის პრინციპებს, რომლებიც ეფუძნება წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს - მათ შორის, რომ ყველა ერს უნდა შეეძლოს საკუთარი გზის განსაზღვრა და ჰქონდეს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის უფლება”,- განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როდესაც ერები ერთად არიან, ისინი ძლიერდებიან. იოში ჰაიაშიმ, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ „არყევს საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს“. მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონში შეხვედრის დროს მხარეებმა დაიკავეს საერთო პოზიცია, რომ რუსეთის ფედერაცია მიმართავს „უგუნურ ბირთვულ რიტორიკას და თავდასხმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე“. გარდა ამისა, მისი თქმით, ვაშინგტონი და ტოკიო შეთანხმდნენ "უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობაზე". ამავდროულად, ჰაიაშიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იაპონიასა და შეერთებულ შტატებს საერთო შეშფოთება აქვთ ჩინეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სხვა საკითხები, მათ შორის უსაფრთხოების ვითარება წყნარი ოკეანის რეგიონში, დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერა, მსოფლიოში კანონის უზენაესობის დაცვა და გლობალური გამოწვევების დაძლევა.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)