00:52 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-11 14:07:35, 926 ნახვა

პოლიტიკა
გივი მიქანაძე - სააკაშვილი მიზანმიმართულად ახორციელებს საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანებას

მიხეილ სააკაშვილი მიზანმიმართულად ახორციელებს საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანებას, იმიტომ რომ ის ხედავს, რომ მოატყუეს თავისმა თანაგუნდელებმა, დაჰპირდნენ რევოლუციას, - 
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა. 

მიქანაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა "თავი არ უნდა შეიწუხოს სიების შედგენით", რადგან ის სასჯელს მაინც მოიხდის. 

"მე მოვუწოდებდი ამ ადამიანს, რომ თავს უხერხულში ნუ ჩაიგდებს მსგავსი განცხადებების გაკეთებით, იმიტომ რომ მის იმიჯზე მოქმედებს ეს და ვეტყვი, რომ ტყუილად ნუ შეწუხდება სიების შედგენით, რადგან ეს ქვეყანა შენდება კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლების პატივისცემაზე და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, მოსწონს ეს თუ არ მოსწონს, ის სასამართლოს წინაშე წარდგება. სააკაშვილი მიზანმიმართულად ახორციელებს საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანებას, იმიტომ რომ ის ხედავს, რომ მოატყუეს თავისმა თანაგუნდელებმა, დაჰპირდნენ რევოლუციას",- განაცხადა გივი მიქანაძემ. 

შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბროუდერს წერილით მიმართა და სთხოვა, რომ "ქართულ ჯგუფებს" მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დაეხმაროს. ექსპრეზიდენტმა წერილში აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდება, "ადგილობრივი ოლიგარქიული ნაძირლები" კი, ამას "უბრალოდ დასცინიან".

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics