|
2023-01-10 16:00:06, 1278 ნახვა
მსოფლიო
ნატო-მ და ევროკავშირმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თანამშრომლობის მესამე დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონია ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა. როგორც ნატო-ს გენერალირმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ხელმოწერის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ალიანსის ევროკავშირთან თანამშრომლობა ასეთი მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა. „ჩვენ მოწოდებული ვართ, ნატო-სა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა შემდგომ დონეზე ავიყვანოთ“,- განაცხადა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის რამდენიმე დღეში აღება და დასავლეთის გაყოფა სურდა, თუმცა ამ მიზანს ვერ მიაღწია. „პრეზიდენტ პუტინს სურდა უკრაინის აღება რამდენიმე დღეში და ჩვენი გაყოფა. ორივე კუთხით ის აშკარად წარუმატებელი აღმოჩნდა“,- დასძინა სტოლტენბერგმა. ამასთან, როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ევროკავშირი გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინის მამაც ხალხს. „რუსეთისგან მომავალი საფრთხე ახლა ყველაზე აქტუალურია, თუმცა არა ერთადერთი. ჩვენ ასევე ვხედავთ ჩინეთს, რომელიც მისი ინტერესების სასარგებლოდ საერთაშორისო დღის წესრიგის შეცვლას ცდილობს. ასე, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი გამძლეობა და ამ ახალი დეკლარაციის ხელმოწერით ჩვენი პარტნიორობა გადაგვყავს ახალ დონეზე. ევროკავშირი გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინის მამაც ხალხს. გავაგრძელებთ ზეწოლას კრემლზე იმდენი ხანს, რამდენიც ეს საჭირო იქნება“,- განაცხადა ლაიენმა. ცნობისთვის, ეს ერთობლივი დეკლარაცია ორ ორგანიზაციას შორის მესამეა და ეფუძნება წინა ორ დეკლარაციას, რომლებიც გაფორმებულ იქნა 2016 და 2018 წლებში.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)