|
2023-01-10 13:52:04, 1255 ნახვა
მსოფლიო
ფაშინიანი - მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია ОДКБ-ს სამშვიდობო წვრთნების ჩატარება სომხეთის რესპუბლიკაში
მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია ამ ვითარებაში ОДКБ-ს სამშვიდობო წვრთნების ჩატარება სომხეთის რესპუბლიკაში,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისი თქმით, იდეა, რომ რუსეთის ფედერაცია არის ნომერ პირველი მოკავშირე, ისევე როგორც სომხეთის უსაფრთხოების სფეროს გარანტი, იყო ქვაკუთხედი ქვეყნის ჩამოყალიბების პროცესში. „გვეშინოდა, რომ აზერბაიჯანი აგრესიულ ქმედებებს განახორციელებდა საერთაშორისოდ აღიარებული სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის წინააღმდეგ. ეს იყო ჩვენი კონტაქტების მთავარი თემა რუსეთთან. ჩემი აზრით, ეს საუბარი ძალიან კონკრეტული იყო. ამ საუბრების შედეგად მივიღეთ ოფიციალური გარანტიები, რომ სომხეთის რესპუბლიკის საზღვრები წითელი ხაზია როგორც ჩვენი მოკავშირეებისთვის, ასევე უსაფრთხოების პარტნიორებისთვის. როდესაც 2021 წლის მაისის მოვლენები მოხდა სოტკ-ხოზნავარის მონაკვეთზე, სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრა, ბუნებრივია, ჩვენ ველოდით კონკრეტულ ქმედებებს ჩვენი რუსი პარტნიორებისგან. ჩვენი მოთხოვნებისა და მიმართვების პასუხად მივიღეთ შენიშვნა, რომლის მიხედვითაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრები არ არის დემარკირებული. შედეგად წარმოიშვა არსებითი წინააღმდეგობა. ამ შემთხვევაში სად გადის ის წითელი ხაზი, რომელიც უკვე დავნიშნეთ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში? ამ კონტექსტში, ჩვენი მომავალი ურთიერთობების ასაშენებლად, ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. ეს წითელი ხაზი არსებობს დე იურე და ეს არის ОДКБ-ს პასუხისმგებლობის სფერო ჩვენს რეგიონში. კერძოდ, სომხეთის რესპუბლიკაში. ერევანში გამართულ ОДКБ-ს სამიტზე სომხეთის მიერ წარმოდგენილი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ჩვენ გვქონდა არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული პრობლემა იმის დემონსტრირებისა და გაგების, თუ რა არის ორგანიზაციის პასუხისმგებლობის სფერო სომხეთში. ჩვენ პირდაპირ განვაცხადეთ, რომ ამ ხაზის მითითების გარეშე, ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ სხვა დოკუმენტის მიღებას. ეს საუბარი არ დასრულებულა და კვლავ რჩება ჩვენს დღის წესრიგში“, - განაცხადა ფაშინიანმა.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)