|
2023-01-10 11:45:40, 1877 ნახვა
ომი უკრაინაში
ესტონეთი მზადაა გახდეს ევროკავშირშის პირველი ქვეყანა, რომელიც რუსულ აქტივებს უკრაინას გადასცემს
ესტონეთი მზადაა გახდეს ევროკავშირშის პირველი ქვეყანა, რომელიც რუსულ აქტივებს უკრაინას გადასცემს. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მიჰკელ ტამმა განაცხადა. როგორც გამოცემა Bლოომბერგ-ი წერს, ესტონეთი გეგმავს საკანონმდებლო ბაზის შექმნას მიმდინარე წლის იანვრის ბოლომდე, რაც მას საშუალებას მისცემს უკრაინას გადასცეს ტალინის მიერ გაყინული რუსული აქტივები. ამრიგად, ესტონეთი შეიძლება გახდეს ევროკავშირის პირველი სახელმწიფო, რომელიც რუსულ აქტივებს კიევს გადასცემს - ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა ქვეყნებს არ გამოუცხადებიათ სურვილი მსგავსი მექანიზმის შექმნის შესახებ. მანამდე იგივე სააგენტო გერმანიის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გერმანია ასევე განიხილავს რუსული აქტივების შესაძლო გადაცემას უკრაინაში, სადაც დაახლოებით 5 მილიარდი ევროა გაყინული . თუმცა, ბერლინი ელოდება ევროკავშირის კონსოლიდირებულ პოზიციას და არ არის მზად სარისკო ინდივიდუალური ნაბიჯებისთვის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სასამართლო პროცესების ტალღა. ესტონეთის მიერ გაყინული რუსული სახსრების მთლიანი მოცულობა 20 მილიონი დოლარია. მთლიანობაში, ევროკავშირმა გააყინა რუსული აქტივები 68 მილიარდი ევროს ოდენობით, ამ თანხის 90 პროცენტი ბელგიას, ლუქსემბურგს, იტალიას, გერმანიას, ირლანდიას, ავსტრიასა და საფრანგეთს აქვს.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)