22:55 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-07 11:02:41, 1929 ნახვა

კომენტარი
ზელენსკის საშობაო მიმართვა - გამარჯვება და მშვიდობა უკრაინულ მიწაზე. ქრისტე იბადება და განადიდეთ იგი

გულწრფელად ვულოცავ მილიონობით უკრაინულ ოჯახს, რომლებიც დღეს ერთად იკრიბებიან შობის ღამის გასატარებლად და პირველ ვარსკვლავთან შესახვედრად. იგი ქრისტეს შობას მოასწავებს. ეს არის ჰარმონიისა და ოჯახის ერთიანობის დღესასწაული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საშობაო მიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა უკრაინელი ხალხი სად იქნება, სადაც არ უნდა იყვნენ იქნება ეს სახლი, სამსახური, სანგარი თუ რაიმე სხვა, მათი გამარჯვების რწმენის იდეა ერთიანია. მან დასძინა, რომ გაუფრთხილდეს თითოეული ადამიანი საკუთარ თავს და ოჯახებს, და ამასთან ერთად გაუფრთხილდეს უკრაინას.

"გულწრფელად ვულოცავ მილიონობით უკრაინულ ოჯახს, რომლებიც დღეს ერთად იკრიბებიან შობის ღამის გასატარებლად და პირველ ვარსკვლავთან შესახვედრად. იგი ქრისტეს შობას მოასწავებს. ეს არის ჰარმონიისა და ოჯახის ერთიანობის დღესასწაული.

ჩვენ ყველანი ერთად დიდი უკრაინული ოჯახი ვართ და სადაც არ უნდა ვიყოთ ახლა - სახლში, სამსახურში, სანგარში, გზაში, უკრაინაში თუ საზღვარგარეთ - ჩვენი ოჯახი ერთიანია, როგორც არასდროს. ერთიანია მისი გამარჯვების რწმენაში.

დაე, ჰარმონია მოვიდეს ყველა ოჯახში, კეთილდღეობა ყველა სახლში, გამარჯვება უკრაინულ მიწაზე და მასთან ერთად - მშვიდობა და კეთილდღეობა ათასობით წლის განმავლობაში. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, გაუფრთხილდით საკუთარ ოჯახებს, გაუფრთხილდით ჩვენს უკრაინას! ქრისტე იბადება! განადიდეთ იგი!" - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics