|
2023-01-06 18:57:45, 1743 ნახვა
ომი უკრაინაში
ეს არის ნაბიჯი მშვიდობისკენ - უნგრეთის პრეზიდენტი პუტინის „ზავს“ მიესალმება
უნგრეთი ამჯერადაც დასავლელი პარტნიორების საპირისპირო პოზიციას იჭერს და კრემლის მიერ საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას მიესალმება. როგორც უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი Twitter-ზე წერს, რუსეთის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება ნაბიჯია მშვიდობისკენ. „მართლმადიდებლური შობისთვის გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა არის ნაბიჯი მშვიდობისკენ“, - წერს კატალინ ნოვაკი. შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ 2023 წელს ის შეინარჩუნებს მიდგომას, რომლის მიხედვითაც უნგრეთი მაქსიმალურად შორს დარჩება უკრაინის ომისგან. ცნობისთვის, 5 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს საშობაო პერიოდისთვის „ცეცხლის შეწყვეტის“ დაწესება დაავალა. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა, პუტინის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ „დროებითი ზავი“ შეიძლება დაიწყოს, როდესაც რუსი აგრესორი დატოვებს უკრაინის ტერიტორიას . ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებას არ გამართავს ე.წ. საშობაო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ვლადიმერ პუტინი იყენებს ე.წ „ზავს“, რათა დროებით მაინც შეაჩეროს უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა აღმოსავლეთში. გარდა ამისა, უკრაინის ბევრი მოკავშირე სკეპტიკურად უყურებდა რუსეთის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო თვლიან, რომ რუსეთს სურს გამოიყენოს ეს დრო ძალების გადაჯგუფებისთვის.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)