|
2022-12-29 23:03:08, 1691 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის ტერიტორიაზე დეოკუპაციის ღონისძიებების დაწყებიდან, პოლიციამ 1116 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვა
მიკოლაივის, დონეცკის, ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში დეოკუპაციის ღონისძიებების დაწყების დღიდან პოლიციამ იპოვა 1116 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული პოლიციის ორგანიზაციული ანალიტიკური მხარდაჭერისა და ოპერატიული რეაგირების დეპარტამენტი ავრცელებს. განცხადების მიხედვით, გამომძიებლებმა დააფიქსირეს 5398 სამხედრო დანაშაული დეოკუპირებულ ტერიტორიებზე. საერთო ჯამში, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან, პოლიციამ აღძრა 53 700-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი თანამზრახველების მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე. "დონეცკის, მიკოლაივის, ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში დეოკუპაციის ღონისძიებების დაწყებიდან 1 116 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს, მათ შორის 31 ბავშვის ცხედარია. სამი ადამიანის ცხედარი გუშინ ხერსონის რაიონში იპოვეს", - განაცხადა ოპერატიული რეაგირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალექსეი სერგეევმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)