03:19 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-29 22:42:22, 1492 ნახვა

პოლიტიკა
იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი სიცრუეზე და ჰიბრიდული ომის მეთოდების გაჩაღებაზე დგას

„ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი დგას სიცრუეზე, ტყუილის ტირაჟირებასა და ჰიბრიდული ომის მეთოდების გაჩაღებაზე საქართველოს სახელმწიფოსა და ჩვენი საზოგადოების მიმართ.  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აგონიაშია, ამ ყველაფერზე პასუხი ხელისუფლების მხრიდან კი ის წარმატებებია საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც საქართველომ წელს მიაღწია, თუნდაც საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ.

"„ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი დგას სიცრუეზე, ტყუილის ტირაჟირებასა და ჰიბრიდული ომის მეთოდების გაჩაღებაზე საქართველოს სახელმწიფოსა და ჩვენი საზოგადოების მიმართ. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არის „ნაციონალური მოძრაობა“ აგონიაში და ამ პოლიტიკურ პარტიას, შეიძლება ითქვას, რომ პულსი აღარ ესინჯება. ქართულ პოლიტიკაში. ჩვენი ხელისუფლების პასუხი, ყველაფერ ამაზე არის ის წარმატება საერთაშორისო სასამართლოებში, თუნდაც რუსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა იონათამიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics