|
2022-12-29 13:18:23, 2417 ნახვა
ომი უკრაინაში
არესტოვიჩი - როდესაც ციხეში სააკაშვილი სიკვდილამდე მიგყავს, ევროკავშირის ღირებულებს აშკარად არ შეესაბამები
ევროპაში შეიძლება ბევრი რამე მოხდეს, თუმცა ადამიანის მიზანმიმართული მკვლელობა წამების გზით?! მსგავსი ჯანმრთელობის პრობლემებით სასამართლო პროცესებში მონაწილეობა წამებაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლმა, ოლექსეი არესტოვიჩმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროპელების გადმოსახედიდან, საქართველოს მთავრობა თავისი ქმედებებით ამტკიცებს რომ ევროპულ ღირებულებებს არ იზიარებს. "ევროპელების გადმოსახედიდან, საქართველოს მთავრობა თავისი ქმედებებით ამტკიცებს რომ ევროპულ ღირებულებებს არ იზიარებს და საქმეში მის დემონსტრირებას არ ახდენს. ევროპაში შეიძლება ბევრი რამე მოხდეს, თუმცა ადამიანის მიზანმიმართული მკვლელობა წამების გზით?! მსგავსი ჯანმრთელობის პრობლემებით სასამართლო პროცესებში მონაწილეობა წამებაა. ტოქსიკოლოგიური ექსპერტების დასკვნებზე საერთოდ არაფერს ვამბობ. ყველამ ყველაფერი იცის და თავიანთი შეფასება აქვთ. ჯერჯერობით არაოფიციალურად, თუმცა ევროპარლამენტმა ამ საკითხს სეროზული შეფასება გაუკეთა. მათ კოლექტიური აზრი გამოთქვეს. როდესაც გაქვს შესაძლებლობა ადამიანისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის, თუმცა ციხეში ის ფაქტიურად სიკვდილამდე მიგყავს, ევროკავშირის ღირებულებს აშკარად არ შეესაბამება. თუ მოქმედი ხელისუფლება თავს უფლებას მისცემს ასე ბრუტალურად დაარღვიოს ევროპული ღირებულებები, ნათელია რომ ამას ევროპიდან შესაბამისის შეფასებები მოჰყვება", - ამბობს არესტოვიჩი. გამოყენებეულია "მთავარი არხის" თარგმანი.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)