|
2022-12-29 12:53:35, 1724 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - „ბოროტი რუსული სამყაროს“ მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად, 120-ზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული
„ბოროტი რუსული სამყაროს“ მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივად მოსაკლავად, 120-ზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს. პოდოლიაკის თქმით, უკრაინა „სამშვიდობოების“ შემდგომ წინადადებებს და საკითხის „მშვიდობიან მოგვარებას“ ელოდება „120-ზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული უკრაინის მიმართულებით „ბოროტი რუსული სამყაროს“ მიერ კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივად მოსაკლავად. ჩვენ ველოდებით „სამშვიდობოების“ შემდგომ წინადადებებს „მშვიდობიანი მოგვარების“, „რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების" და პროვოკაციების არასასურველობის შესახებ“,- წერს პოდოლიაკი. ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის კიევზე საჰაერო იერიში მიიტანა. რუსეთის თავდასხმამ დააზიანა სახლები, სამრეწველო ობიექტი და სათამაშო მოედანი. ამასთან, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის 14 წლის მოზარდი დაშავდა. დაბომბვის გამო, ლვოვის 90 პროცენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)