|
2022-12-28 10:16:46, 1852 ნახვა
ომი უკრაინაში
გაერო - ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში 6 884 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის დაწყებიდან 26 დეკემბრამდე, 6 884 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 10 947 დაშავდა. დაღუპულთა შორის 2 719 მამაკაცი, 1 832 ქალი, 175 გოგონა და 216 ბიჭია, ასევე, 38 ბავშვი და 1 904 ზრდასრული, რომელთა სქესი ჯერ უცნობია. დაშავებულთა შორის 2 364 მამაკაცი, 1 709 ქალი, 229 გოგონა და 318 ბიჭია, ასევე, 253 ბავშვი და 6 074 ზრდასრული, რომელთა სქესი ჯერ უცნობია. დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში დაღუპულია 4 052, ხოლო დაშავებულია 5 643 ადამიანი. სამოქალაქო მსხვერპლის დიდი ნაწილი მძიმე არტილერიით და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაბომბვამ, ასევე საჰაერო დარტყმებმა გამოიწვია. გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ცნობით, რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, რადგან ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, შეფერხებულია.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)