|
2022-12-24 17:44:40, 3237 ნახვა
ომი უკრაინაში
ბუდანოვი - ირანი ჯერჯერობით უარს ამბობს რუსეთისთვის რაკეტების მიწოდებაზე
ირანი ჯერჯერობით უარს ამბობს რუსეთისთვის რაკეტების მიწოდებაზე,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა. ბუდანოვის თქმით, ზაფხულში დადებული ხელშეკრულებით, რუსეთმა ირანიდან 1700 "Shahed" კამიკაძე დრონი შეიძინა და ამ დრომდე, უკრაინაში 540 დრონი გაუშვა. "ირანი ამას გასაგები მიზეზების გამო არ ჩქარობს, რადგან იცის, რომ როგორც კი რუსეთი პირველ რაკეტებს გაუშვებს, ირანზე სანქციების ზეწოლა გაიზრდება",- განაცხადა ბუდანოვმა. ბუდანოვის თქმითვე, ირანში დრონების წარმოების ღირებულება ერთ ერთეულზე დაახლოებით 7000 დოლარია, თუმცა, უცნობია, რეალურად რამდენი გადაუხადა რუსეთმა ირანს კამიკაძე დრონებისთვის. ცნობისთვის, ირანს რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებაში ადანაშაულებენ, რომელიც უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენება. შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ირანიდან Shahed-136 და Mohajer-6 კამიკაძე დრონები შეიძინა. ირანის ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში არ აღიარებდა, რომ მათ რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები მიჰყიდეს. ნოემბრის დასაწყისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა აღიარა, რომ მისმა ქვეყანამ რუსეთს დრონები სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მიაწოდა. მოგვიანებით, აშშ-ს ხაზინამ დააწესა სანქციები კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ირანიდან რუსეთში უპილოტო თვითმფრინავების წარმოებასა და მიწოდებას ახორციელებენ.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)