|
2022-12-24 16:07:05, 3432 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიში, ხერსონის ცენტრალურ ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელდა
რუსი ოკუპანტების ძირითადი სარაკეტო იერიში ქალაქ ხერსონის ცენტრალურ ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელდა. ამის შესახებ ტელეკომპანია "აისიტივი" იუწყება. ჟურნალისტების ინფორმაციით, შაბათი ბაზრობის დღეა, ამიტომ ხერსონის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე ბევრი ხალხი იმყოფებოდა. "რუსებმა მორიგი ტერორი ჩაიდინეს - დაბომბეს ქალაქის ცენტრი! ხალხი დაიღუპა, შენობები დაინგრა. ქალაქის ცენტრში მანქანები იწვის, დღეს დასვენების დღეა, უამრავი ხალხი იყო ქუჩაში. ახლა ყველა სამსახური მუშაობს", - თქვა ხერსონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილ ტიმოშენკომ. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დაბომბვის შედეგად დაღუპულთა ფოტოები გამოაქვეყნა. „სოციალური ქსელები სავარაუდოდ ამ ფოტოებს „სენსიტიურ შინაარსს“ ფოტოებად დაასახელებს. მაგრამ ეს არ არის სენსიტიური შინაარსის - ეს, არის უკრაინისა და უკრაინელების რეალური ცხოვრება“, - წერს ზელენსკი. დღეს ოკუპანტების მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა, დაიღუპა 8 ადამიანი. ხერსონი ომის უმეტესი ნაწილი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იყო. შემოდგომაზე რუსეთის ხელისუფლებამ ის, ისევე როგორც სხვა ოკუპირებული უკრაინის მიწები, თავის ტერიტორიად გამოაცხადა. უკრაინელი სამხედროები რეგულარულად ბომბავდნენ გადასასვლელებს დნეპრის გასწვრივ, რაც ართულებდა რუსეთის ჯარების მიწოდებას დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე; ნოემბრის დასაწყისში რუსულმა ჯარებმა ქალაქიდან უკან დაიხიეს.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)