|
2022-12-23 17:36:36, 1165 ნახვა
პოლიტიკა
რომეო მიქაუტაძემ საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების პერსპექტივებზე მოხსენება გააკეთა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების, მათ შორის, ქარისა და მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივების შესახებ მოხსენება გააკეთა. „ელექტროენერგეტიკა ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს სოციალურ სფეროსა და ქვეყნის მოსახლეობაზე. ჩვენი, როგორც ქვეყანაში ენერგეტიკული პოლიტიკის გამტარებლების, ძირითადი მიზანია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც ნიშნავს ადეკვატური და საიმედო ენერგეტიკული წყაროების არსებობას. მზარდი მოხმარების გათვალისწინებით, მოსახლეობისა და ბიზნესის სექტორის უსაფრთხო, სუფთა და ხელმისაწვდომი ენერგიით უზრუნველყოფა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ ძირითადი წინაპირობაა," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2022 წელი რეკორდულია რამდენიმე პარამეტრით. მათ შორის, 11 თვის მონაცემებით ადგილობრივმა გენერაციამ 13 მლრდ. კვტ სთ-ს გადააჭარბა, რაც გასული წლების ანალოგიური პერიოდის მაქსიმუმია და 15%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ასევე 13 მლრდ. კვტ.სთ-ს გადააჭარბა ადგილობრივმა მოხმარებამაც, რაც, ასევე, გასული წლების ანალოგიური პერიოდის მაქსიმალური მაჩვენებელია და 4%-ით აღემატება შარშანდელ ნიშნულს. გარდა ამისა, განხორციელდა 988 მლნ კვტ.სთ. ელექტროენერგიის ექსპორტი, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია ბოლო ათწლეულში. ასევე 2022 წელს პირველად არ დაიღვარა ჰესებიდან წყალი და ყოველი კუბური მეტრი გამოყენებული იქნა ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის. საქართველოს ენერგეტიკულ ბალანსზე საუბრისას, რომეო მიქაუტაძემ განაცხადა, რომ ქვეყნის დადგმული ენერგოსიმძლავრის ნახევარზე მეტი მარეგულირებელ ჰესებზე მოდის, მოდინებაზე მომუშავე ჰიდროსადგურების წილი 21 პროცენტია. გარდა ამისა, ელექტროენერგეტიკულ ქსელში ჩართულია 5 თბო და ქარის ერთი სადგური. მისი თქმით, ადგილობრივი გენერაციის ორმესამედზე მეტი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, გამომუშავებაში ჰიდროელექტროსადგურების წილმა თითქმის 80%-ს მიაღწია, მათ შორის 42% მარეგულირებელ სადგურების წილია. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში ინვესტორებთან გაფორმდა 68 ხელშეკრულება, რაც ქვეყანაში 800 მლნ ამერიკულ დოლარზე მეტ ინვესტიციას გულისხმობს და ადგილობრივ გენერაციას წლიურად 2 მილიარდ კვტ სთ-ზე მეტს შემატებს. მისი თქმით, ინვესტორთა მხრიდან იზრდება დაინტერესება მზის და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობით. „როდესაც ვსაუბრობთ ინოვაციებზე, მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოში პირველი ნაბიჯები იდგმება მწვანე წყალბადის წარმოების განვითარების მიმართულებით. ჩვენი სამინისტროს ეგიდით შეიქმნა წყალბადის კომიტეტი. კომიტეტში წარმოდგენილი არიან როგორც სახელმწიფო უწყებებისა და კომპანიების წარმომადგენლები, ასევე, კერძო სტრუქტურები. კომიტეტმა შეიმუშავა წყალბადის განვითარების სტრატეგიის პირველადი ვერსია," - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ. მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა ელექტროენერგიის გადამცემ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის, შავი ზღვის ელექტროკაბელის მეგაპროექტზე, აგრეთვე ენერგეტიკის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობაზე. საპარლამენტო კომიტეტის წევრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია განახლებადი ენერგიების განვითარების მხარდაჭერის სქემაზე, რომელიც კონკურენციისა და საბაზრო პრინციპებს ეფუძნება და შემუშავდა მწვანე ენერგეტიკის შემდგომი განვითარებისა და ამ სფეროში ინვესტირებისათვის კიდევ უფრო მიმზიდველი გარემოს შექმნის მიზნით. მოხსენების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)