|
2022-12-21 18:56:12, 1705 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინი - დღემდე ვფიქრობ რომ უკრაინა ჩვენი მოძმე ერია
დასავლეთმა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ადამიანებისთვის ტვინის გამორეცხვა დაიწყო. განსაკუთრებით უკრაინაში. ისინი ამას ძალიან კარგად აკეთებენ. მთელი ინსტიტუციები აამოქმედეს. ათწლეულების განმავლობაში ვცდილობდით მეზობლებთან ძმური ურთიერთობა დაგვემყარებინა, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. მისივე თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ფიქრობდა,რომ რუსეთი გახდებოდა ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, მაგრამ დასავლეთმა მიზნად რუსეთის დასუსტება აირჩია, და გადადგმული ნაბიჯებით, აჩვენა დასავლეთმა რუსეთს, რომ მათი ადგილი არ არის ცივილიზებულ სამყაროში. მან დასძინა, რომ უკრაინა რუსეთის მოძმე ერია და რაც უკრაინაში ხდება არის ტრაგედია. "დასავლეთის მიზანია რუსეთის დასუსტება. ისინი ამ საკითხზე წლების განმავლობაში უწყვეტად მუშაობენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რომელიც საკუთარი ხელით გავაკეთეთ, გვეგონა რომ ამ თითქოს ცივილიზებული სამყაროს ნაწილები გავხდებოდით. აღმოჩნდა რომ თურმე იქ არ გველოდებიან. პირადად მეც ვცდილობდი ეს მომხდარიყო, თუმცა არა. მათ არაერთი ნაბიჯი გადადგეს ჩვენს დასასუსტებლად, მათ შორის საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფებები სამხრეთ კავკასიაში. მათ ეს ვერ მოახერხეს და ეს ისტორიის ეს მძიმე მომენტი გადავლახეთ. დასავლეთმა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ადამიანებისთვის ტვინის გამორეცხვა დაიწყო. განსაკუთრებით უკრაინაში. ისინი ამას ძალიან კარგად აკეთებენ. მთელი ინსტიტუციები აამოქმედეს. ათწლეულების განმავლობაში ვცდილობდით მეზობლებთან ძმური ურთიერთობა დაგვემყარებინა. ჩვენი მოწინააღმდეგეები ძალიან ცბიერად და უნდა აღინიშნოს ეფექტურად მუშაობდნენ. არაფერი გამოვიდა- ვერ შევძელით. დღემდე ვფიქრობ რომ უკრაინა ჩვენი მოძმე ერია. ის რაც დღეს ხდება ჩვენი საერთო ტრაგედიაა. ეს ჩვენი პოლიტიკის შედეგი არ არის - ეს მესამე ქვეყნების პოლიტიკის შედეგია, რომელიც რუსეთის დეზინტეგრაციაში მდგომარეობს." - განაცხადა პუტინმა.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)