|
2022-12-21 16:42:35, 2007 ნახვა
ომი უკრაინაში
ვასილ მალიუკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე - რუსეთმა უკვე 22 მოქალაქე დააკავა, მათ აწამებენ
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვასილ მალიუკის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის ფსევდოგამოძიების ფარგლებში რუსეთის 22 მოქალაქეა დაკავებული. როგორც მალიუკიმ ტელეარხ "1+1" -ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რუსები მათ აწამებენ და პოლიგრაფიულ გამოკვლევებს უტარებენ. SBU-ს ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ ომის ყველა კანონის თანახმად, უკრაინას უნდა გაეჭრა რუსეთის ისეთი ლოგისტიკური მარშრუტი, როგორიცაა ყირიმის ხიდი. „საერთაშორისო სამართლის ნორმებით, მოქმედი კანონმდებლობის ნორმებით, ომის წეს-ჩვეულებებით და ოპერატიული სიტუაციის ანალიზიდან გამომდინარე, ჩვენ უბრალოდ ვალდებულნი ვიყავუთ იქ გაგვეწყვიტა მტრის ლოგისტიკა. თუმცა დღეს ამაზე ვერანაირად ვერ გავაკეთებ კომენტარს. დროთა განმავლობაში ყველაფერი ცნობილი გახდება. ვნახოთ თავად რუსები რას მოიმოქმედებენ. ყველა დეტალს ჩვენი გამარჯვების შემდეგ გავიგებთ", - განაცხადა უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა. ცნობისთვის, 8 ოქტომბერს დილით ცნობილი გახდა, რომ ყირიმის ხიდის სარკინიგზო განშტოებაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა . ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლებამ განაცხადა , რომ ყირიმის ხიდზე სავარაუდოდ სატვირთო მანქანა აფეთქდა. იმავდროულად, "ყირიმის პარლამენტის" ე.წ. ხელმძღვანელმა კონსტანტინოვმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე გზის საფარი "უკრაინელმა ვანდალებმა" დააზიანა . ყირიმის ხიდზე გაჩენილი ხანძრის შესახებ ვლადიმერ პუტინს აცნობეს და მან სამთავრობო კომისიის შექმნა დაავალა.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)