|
2022-12-21 10:27:14, 1628 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - თუ სააკაშვილს დისტანციურად არ ჩართავენ, პროცესი მაინც ჩატარდება, ჩვენ დრო აღარ გვაქვს
თუ სააკაშვილს არც დისტანციურად ჩართავენ, პროცესი მაინც ჩატარდება, ჩვენ დრო აღარ გვაქვს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. მისი თქმით, ექსპერტიზა მიუკერძოებლად უნდა ჩატარდეს. „იმედია ჩართავენ დისტანციურად, ვნახოთ, თუ არ ჩართავენ, პროცესი მაინც ჩატარდება, ჩვენ უკვე დრო აღარ გვაქვს. გვაქვს მყარი დასკვნა ამერიკელი ტოქსიკოლოგის მიერ, სადაც საუბარია, რომ ამ ადამიანის სხეულში აღმოჩენილ იქნა მძიმე დეტალები, ასევე გვაქვს სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე. ამ ფონზე ვითხოვთ ისეთი ექსპერტიზის ჩატარებას, რომელიც იქნება მიუკერძოებელი, არ ვიცი ეს საზღვარგარეთ იქნება, საქართველოში, თუ რა იქნება, მაგრამ ასეთ თამაშობებში ვერ მივიღებთ მონაწილეობას“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ. შეგახსენებთ, რომ 1-ელ დეკემბერს ცენტრმა "ემპათიამ" საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. კომისიის დასკვნის შემდეგ, ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა.საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე 9 დეკემბერს უნდა ემსჯელათ, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესი ჯერ 14 დეკემბერს, შემდეგ კი 22 დეკემბრისთვის გადადო. პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკა „ვივამედმა" დასწრების საშუალება არ მისცა.ამის შემდეგ, ადვოკატმა პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურ რეჟიმში დასწრება მოითხოვა, რაზეც სასამართლომ უფლება გასცა, თუმცა სხდომის დღეს "ტექნიკური მოწყობილობების" არ არსებობის გამო, პენიტენციურმა არ ჩართო.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)