|
2022-12-20 19:40:13, 1351 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე რეზოლუციაზე - ამოუვარდათ მტკიცებულება, რომელიც რუსული საქმის კეთებას უტყუარად ადასტურებს
როდესაც სახეზე გვაქვს ღალატი, პირდაპირ გადაჭარბების გარეშე. იმიტომ, რომ 5 - 6 მოცემულობა, რომელიც იყო წმინდა რუსული ნარატივი და აისახა ომიდან ორი თვის შემდეგ მიღებულ რეზოლუციაში, მხოლოდ და მხოლოდ, ნიშნავდა იმას, რომ ნაცმოძრაობამ მხარი დაუჭირა, რუსეთის სასარგებლო მოცემულობას,’’ - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გუშინ, #1633 რეზოლუციის გასამართლებლად, თუ რატომ მოაწერა ხელი ნაციონალურმა მოძრაობამ, რის მიხედვითაც, ქართულ ჯარისკაცებს ომის დაწყება ბრალდებოდათ, გამოიყვანეს ჭიაბერაშვილი, რომელსაც, მდინარაძის განმარტებით, სუსტი არგუმენტები ქონდა. ,,გუშინ, ამის გასამართლებლად გამოიყვანეს მთავარი სპიკერი, ვინც შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ თავი ემართლებინა მაქსიმალურად კარგად. მათი აზრით, რადგან ეს ადამიანი, ჭიაბერაშვილი იყო ევროსაბჭოში ელჩი. მან ყველაზე კარგად უნდა იცოდეს დეტალები. ვნახეთ საოცრება, წარმოუდგენელი უსუსურობა არგუმენტებისა, როდესაც ის ასახელებს. მაგალითად, თუ როგორ ეუბნებოდნენ რუსეთის ევროპარლამენტარი ლობისტი, რომ ამას სალომე ზურაბიშვილი ამბობს და როგორ არ უნდა ჩავწეროთ რეზოლუციაშიო. რა, სალომე ზურაბიშვილი და 2008 წლის ოქტომბერი? რა შუაშია, რომელიმე თქვენგანმა, შეგიძლიათ, მითხრათ, სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის ოქტომბერთან. საიდან მოიტანა? ანუ, რაღაცეებს ისროდა, წარმოუდგენელს. ეჭვი იყოო მხოლოდ გამოთქმულიო, მეორე არგუმენტი ესე თქვა. რა ეჭვი? იმპერატიულად მითითებული, მაგალითად, ომის დანაშაული იმის შესახებ, რომ თითქოს ქართველი სამხედროები კლავდნენ უდანაშაულო მოქალაქეებს. წარმოიდგინეთ, რა ეწერა. ამის შესახებ ჩვენ ვერ ვსაუბრობდით, ვიდრე ჰააგა არ მორჩა. მხოლოდ, 5-ე პუნქტზე ვაკეთებდით აქცენტს და 5-ე პუნქტიდან, 4,5,6 პუნქტებიდან 11-ი პუნქტის ჩათლით, ამ პუნქტებში წერია საქართველოსთვის უკიდურესთა დამაზიანებელი პოზიცია, რუსული ნარატივი, რომელსაც მხარი დაუჭირეს და ასევე, ერთ-ერთი გამართლება მათი მხრიდან არის, რომ თითქოს სხვა კარგი რაღაცეები ეწერა. დიახ, სხვა კარგი რაღაცეები ეწერა. მაგალითად, რუსს ოკუპანტს ტურისტს ვერ დაუძახებდნენ, წარმოუდგენელი იყო სხვანაირად როგორ უნდა შეფასებულიყო რუსი ჯარისკაცების მოქმედება, “მისია’’ საქართველოში. რა თქმა უნდა, საქართველოში. რა მისიით იყვნენ, ისინი, შემოსულები. ყველა ვარიანტში ჩაიწერებოდა ოკუპაცია, ხმები ყოფნიდათ, მათ გარეშე, ეს კარგად იცოდნენ. ანუ, მხარდაჭერის მოტივაციის გარეშე არანაირი არგუმენტი ნათქვამი არ არის. პირიქით, რაც უფრო მეტად, ღრმად შედიან თემაში, მით უფრო მეტ სისულელეს ლაპარაკობენ. განსაკუთრებით ეს მოხდა ახლა, ევროსაბჭოში მათი მაშინდელი ელჩის პირით. წარმოუდგენელი არგუმენტები დადო, ეს ადასტურებს ერთადერთს. მთავარი საფუძველი, მათი ნარატივი რაზეც დგანან პიარულად და რაზეც დღემდე, კიდევ იმ თავის მომხრეებს აჯერებენ. რომ ისინი არიან პროდასავლელები და ებრძვიან პრორუსულ ოცნებას. ხომ, ამაზე დგანან? ახლა მტკიცებულება ამოუვარდათ მთავარი, რაზეც ჩვენ აქამდე ვერ ვლაპარაკობდით, მინიმალური რისკიდან გამომდინარე, ჰააგასთან დაკავშირებით. მტკიცებულება, რომელიც რუსული საქმის კეთებას, უტყუარად ადასტურებს. ვინ რა თქვა კი არა, ვინ რა გააკეთა. უზრუნველყვეს ის, რომ რუსულ ნარატივს და საქართველოსთვის მოღალატეობრივ პოზიციას, ქართველი სამხედროებისათვის ომის დაბრალების დაწყებას და ომის დანაშაულის დაბრალებას დაუჭირეს მხარი. უკაცრავად, მეგობრებო, თქვენივე ენაზე, რომ გითხრათ , არ “პრავდება” რუსული ნარატივისთვის მხარდაჭერა,’’ - განაცხადა მდინარაძემ.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)