|
2022-12-20 15:14:37, 2305 ნახვა
სამხედრო
ეროვნულ გვარდიას 32 წელი შეუსრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას 32 წელი შეუსრულდა. პროფესიული დღე გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიულოცეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ ღონისძიებაზე შეკრებილ სამხედროებს სიტყვით მიმართეს და ყურადღება თავდაცვის ძალებისთვის ეროვნული გვარდიის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, ვეტერანები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლის დროს, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები უწყებრივი მედლებით, სიგელებითა და საშტატო იარაღებით დაჯილდოვდნენ. ეროვნული გვარდიის აღმშენებლობისა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მედლით „თეთრი გიორგი“ დაჯილდოვდნენ: გენერალ-ლეიტენანტი დავით თევზაძე, გენერალ-მაიორი გიორგი ყარყარაშვილი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და პოლკოვნიკი კობა ბასარია. საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საფუძველზე შეიქმნა.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)