|
2022-12-20 12:14:06, 1419 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, სააკაშვილზე ზელენსკის თხოვნა უფრო მნიშვნელოვანია თუ კრემლის დირექტივა
საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - პრეზიდენტი ზელენსკის თხოვნა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის თუ კრემლიდან წამოსული დირექტივა, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას. როგორც მელიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რას გაითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლება - ზელენსკის თხოვნას თუ კრემლის დირექტივას, ეს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით განისაზღვრება. "თუ ჩვენ გვინდა ევროპა, არჩევანი მარტივია; თუ ჩვენ გვინდა ქვეყნის თავისუფლება, არჩევანი მარტივია; თუ ჩვენ გვინდა ისტორიის სწორ მხარეს ყოფა, არჩევანი არის ერთადერთი - მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა, თუმცა არჩევანი არის არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის. სულ მალე, გადამწყვეტი იქნება თითოეული ადამიანის სწორი სამოქალაქო და პრინციპული პოზიცია. მიხეილ სააკაშვილი კვლავ რჩება უმნიშვნელოვანეს ფიგურად რუსეთის იმპერიის წინაარმდეგ ბრძოლაში. ის ცოცხალი სიმბოლოა ამ ბრძოლის და მისი განადგურება და დაღუპვა დაუშვებელია. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადაეჯაჭვა საქართველოს სახელმწიფოებრიობის თავგადასავალს, მის თავისუფალ, ღირსეულ და ევროპულ მომავალს. ზუსტად ისე უდგას საფრთხე, როგორც ეს პირადად მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშია. ეს შეგვახსენა და დაგვიდასტურა უკრაინის პრეზიდენტის მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თავისუფლებისთვის საერთო მტერთან მებრძოლი პრეზიდენტი ზელენსკის თხოვნა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის თუ კრემლიდან - ბოროტების ამ სავანიდან წამოსული დირექტივა. ახლა ეს განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გადაწყვეტილებით - იქნება ეს კეთილი, ჰუმანიტარული, გონივრული, წინდახედული თუ იქნება სასიკვდილო განაჩენი. ზელენსკის თხოვნა თუ კრემლის დირექტივა - ამაზე უნდა მივიღოთ პასუხი საქართველოს მოქალაქეებმა", - განაცხადა ნიკა მელიამ. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში გადაიყვანონ.
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)