|
2022-12-19 13:12:49, 3097 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - კომპრომისები და მინსკის ახალი შეთანხმებები რუსი მკვლელების სასარგებლოდ არ იქნება
სარაკეტო თავდასხმები კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება. ეს რუსების ერთადერთი რესურსია და სანამ ყველაფერი არ ამოეწურებათ, ისინი გააგრძელებენ იმის კეთებას, რასაც ახლა აკეთებენ, ანუ დარტყმებს ენერგეტიკაზე,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, კომპრომისები და მინსკის ახალი შეთანხმებები რუსი მკვლელების სასარგებლოდ არ იქნება - რუსეთი უნდა დამარცხდეს და წავიდეს უკრაინიდან. „ჩვენ გვესმის, რომ ეს სარაკეტო თავდასხმები კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება. ეს რუსების ერთადერთი რესურსია და სანამ ყველაფერი არ ამოეწურებათ, ისინი გააგრძელებენ იმის კეთებას, რასაც ახლა აკეთებენ, ანუ დარტყმებს ენერგეტიკაზე. სამაგიეროდ, ეს დარტყმები აჩქარებს ჩვენს მიერ პარტნიორებისგან აუცილებელი თავდაცვითი სისტემების მიღებას. საერთოდ, ომის ასეთი ტიპი აუცილებლად უნდა დასრულდეს ერთ-ერთი მხარის გამარჯვებით. კომპრომისები და მინსკის ახალი შეთანხმებები რუსი მკვლელების სასარგებლოდ არ იქნება. რუსეთი უნდა დამარცხდეს და წავიდეს უკრაინიდან. მხოლოდ ასე დაუბრუნდება მსოფლიოს უსაფრთხოება, სტაბილურობა და პროგნოზირებადობა“,- განაცხადა პოდოლიაკმა. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო იერიში მიიტანეს. კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ განაცხადა, რომ დედაქალაქზე იერიშისას, 9 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)