|
2022-12-19 09:32:30, 1979 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ვამზადებთ მშვიდობის სამიტს ჩვენთვის და იმათთვის, ვინც შეიძლება რუსეთის ტერორს დაექვემდებაროს
ვამზადებთ სპეციალურ სამიტს მშვიდობისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ნებისმიერი სხვა ხალხისთვის, ვინც შეიძლება დაექვემდებაროს იმავე აგრესიას, რომელიც რუსეთმა შემოიტანა ჩვენს მიწაზე,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, თუ პარტნიორი ქვეყნები უკრაინას საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემებს საკმარისად მიაწოდებენ, რუსეთის ტერორის მთავარი იარაღი განეიტრალდება. „ჩვენ უკვე ვამზადებთ სპეციალურ სამიტს ამ ზამთარში, სამიტი მშვიდობისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ნებისმიერი სხვა ხალხისთვის, ვინც შეიძლება, დაექვემდებაროს იმავე აგრესიას, იმავე ტერორს, რომელიც რუსეთმა შემოიტანა ჩვენს მიწაზე. უკრაინული მშვიდობის ფორმულა არის ათი ნათელი წერტილი, რომელსაც შეუძლია, შექმნას უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, რომელიც გლობალურად მნიშვნელოვანია. რაღაც, რაც მთელ ჩვენს უკრაინულ მიწას, მთელ ჩვენს ხალხს თავისუფლებას დაუბრუნებს და რაც იქნება სხვა ხალხების თავისუფლებისა და უსაფრთხოების გარანტი. ასე რომ, ჩვენ ვიწვევთ პარტნიორებს, გამოიჩინონ თავიანთი ლიდერობა მშვიდობის უზრუნველსაყოფად, ისევე, როგორც ახლა ნაჩვენებია სხვადასხვა ქვეყნისა და სხვადასხვა სახელმწიფო მოღვაწის ლიდერობა თავისუფლების დასაცავად. ჩვენ ერთად ვიბრძვით უკრაინისთვის, ღირებულებებისთვის, რომლებიც აერთიანებს ევროპასა და დემოკრატიულ სამყაროს, სიცოცხლის გლობალური ღირებულებისთვის. ყველაფრისთვის, რის განადგურებასაც ცდილობს რუსეთი“,- განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე თვეა, რაც დონბასში, ბახმუტთან სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ამასთან, 17 დეკემბერს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ბახმუტთან რუსი დამპყრობლების განადგურებული პოზიციები აჩვენა.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)