20:00 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-18 18:57:25, 3960 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთი ზნეობის ასამაღლებლად ომის ფრონტზე მუსიკოსებს გაგზავნის

რუსეთი აცხადებს, რომ ზნეობის ასამაღლებლად მუსიკოსებს უკრაინაში ომის ფრონტზე გაგზავნის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ "წინა ხაზის შემოქმედებითი ბრიგადის" ფორმირება ამ კვირაში გამოაცხადა და დასძინა, რომ მასში შედიოდნენ როგორც ვოკალისტი, ასევე მუსიკოსები.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განმარტებით, ახალი შემოქმედებითი ბრიგადა - რომელიც აწარმოებს კამპანიას, რომ საზოგადოებამ მუსიკალური ინსტრუმენტები სამხედროებს გადასცემ - ისტორიული ხერხია მორალის ასამაღლებლად. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ოფიციალური წარმომადგენლები დაბალ მორალს რუსეთის ჯარში რუსეთისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახელებენ. 

რუსული გამოცემის RBC news-ის თანახმად, ბრიგადა დაკომპლექტდება პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქვეშ მობილიზებული ჯარებისგან, ასევე „პროფესიონალი ხელოვანებისგან, რომლებიც ნებაყოფლობით შევიდნენ სამხედრო სამსახურში“.

"ახალ დანაყოფს დაევალება შეინარჩუნოს მაღალი მორალური, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა [სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს შორის]". - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics