|
2022-12-16 09:26:03, 1927 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ოკუპანტები ვერ ამარცხებენ ჩვენს ჯარს, ამიტომ ყველა ქალაქსა და სოფელს ფიზიკურად ანადგურებენ
დონბასში სასტიკი შეტევები გრძელდება. ისინი ვერ ამარცხებენ ჩვენს ჯარს, ამიტომ ფიზიკურად ანადგურებენ ყველა ქალაქსა და სოფელს, რათა არ დარჩეს შენობები და კედლებიც კი თავდაცვისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, მხოლოდ ერთ დღეში, რუსეთმა ხერსონს 16-ჯერ გაუხსნა ცეცხლი, დარტყმები ასევე განხორციელდა ხარკოვის ოლქზეც. "ერთადერთი გზა ამის შესაჩერებლად არის რუსეთის იძულება, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიხიოს და დატოვოს უკრაინული მიწა. ამისთვის აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნება. უნდა მოიძებნოს ახალი გზები, რომ ყველა რუსმა ტერორისტმა, ყველა რუსმა ოლიგარქმა, რომლებიც ეხმარებიან ტერორისტ სახელმწიფოს, ყველა რუსმა ოფიციალურმა პირმა და პროპაგანდისტმა პასუხი აგოს ყველაფრისთვის, რასაც სჩადიან უკრაინის და თავისუფლების წინააღმდეგ. მადლობა ყველას, ვინც იბრძვის და მუშაობს უკრაინისთვის! მადლობა ყველას, ვინც ფრონტზეა დონბასში, სამხრეთში, ვინც ჩვენს საზღვარს, ცასა და ხალხს იცავს. მარადიული ხსოვნა ყველას, ვინც სიცოცხლე დათმო თავისუფლებისთვის! დიდება უკრაინას“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)