|
2015-02-06 17:09:49, 1081 ნახვა
საზოგადოება
მიწის ადმინისტრირების განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ GIZ-ის ექსპერტებთან ერთად საქართველოში მიწის ადმინისტრირებისა და მართვის, ამ სფეროში არსებული გამოწვევების, პრობლემების, მათი გადაჭრისა და დარგის განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. სემინარზე გერმანელი ექსპერტების მიერ შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტი და რეკომენდაციები განხილული იყო, რომლებიც მათ საქართველოში მიწის ადმინისტრირებისა და მართვის სისტემის შეფასებისას შეიმუშავეს. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში, ეკონომიკური განვითარების მიზნით, ქვეყანაში მასშტაბური რეფორმები განხორციელდა, მიწის ადმინისტრირების სისტემაშიც სხვადასხვა ინოვაცია დაინერგა, თუმცა დარგის ერთ-ერთ პრობლემად კვლავ რჩება არასრულყოფილი საინფორმაციო ბაზა, საკადასტრო მონაცემები და მიწის სრული საინფორმაციო სისტემის არარსებობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ამჟამად ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სწორედ სრულყოფილი მონაცემთა ბაზის შექმნა და ამ კუთხით არსებული ხარვეზების გამოსწორება წარმოადგენს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძის განცხადებით, სააგენტოს, როგორც უძრავი ქონების მარეგისტრირებელი ორგანოს მიზანია, ევროპის განვითარებული ქვეყნების მსგავსად, იყოს ისეთი სრულყოფილი და განვითარებული ორგანიზაცია, რომელიც მომხმარებელთა მზარდ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ მომსახურებას დააკმაყოფილებს. „მიწის ადმინისტრირება ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს, ამიტომ მნიშვნელოვანია სააგენტოსთან ერთად ამ სტრატეგიის განხილვაში მონაწილეობა დარგში მომუშავე ექსპერტებმა მიიღონ, რათა ერთობლივად განვსაზღვროთ სისტემის მუშაობის ერთიანი პრინციპი და მიდგომა. ამ სტრატეგიის განხორციელება და არსებული ხარვეზების აღმოფხვრა სააგენტოს მთავარი პრიორიტეტია, რაც კიდევ უფრო შეწყობს ხელს მიწის ადმინისტრირების სისტემის გამართვასა და ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობას“, -აღნიშნა პაპუნა უგრეხელიძემ. „მიწის ადმინისტრირების სისტემის სრულყოფილი მონაცემთა ბაზა მიწასთან დაკავშირებულ მონაცემთა ღირებულების გაზრდისთვის უამრავ ახალ შესაძლებლობას შექმნის და უზრუნველყოფს სანდო და უტყუარ საფუძველს მიწაზე უფლებების შეძენის, სარგებლობისა და განკარგვისთვის. მიწის სრულყოფილი საინფომაციო სისტემა კი ხელს შეუწყობს უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებას, მიწის პროდუქტიულად გამოყენებას, მიწის რესურსების დაცვას, გარემოს დაცვის მონიტორინგს და იპოთეკური ბაზრის განვითარებას, რაზეც, თავის მხრივ, დამოკიდებულია ეკონომიკის განვითარება“, - აცხადებენ საჯარო რეესტრში. შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს იუსტიციის, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, თბილისის მერიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იღებდნენ. მიწის ადმინისტრირების განვითარებასთან დაკავშირებით სემინარი პროექტის „სამართლისა და სასამართლო რეფორმების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ჩატარდა.
ტრამპი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ რვა ომი დაასრულა
ანი ნადარეიშვილი, ბაჩო ახალაიას ცოლი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა
მოსამართლე გიორგი არევაძემ გაამართლა თურქი ბიზნესმენი, რომელმაც 20 წლის ფეხბურთელი გოგონა გაუპატიურებაში ადანაშაულებდა
პროკურატურა - გურჯაანში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი რამდენიმე წლის განმავლობაში, ძალადობით, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა, შემდეგ კი გააუპატიურა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)