22:55 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-14 12:31:33, 2194 ნახვა

კომენტარი
დავით სააკაშვილი - გონს მოეგეთ, არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლით თამაში, ეს ყველას ბუმერანგივით დაუბრუნდება

მინდა მივმართო ხელისუფლებას, გონს მოეგეთ, არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლით თამაში და ეს ყველას ბუმერანგივით დაუბრუნდება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმამ, დავით სააკაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, დღეს საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ ექსპრეზიდენტს არ მიეცა პროცესზე დისტანციურ რეჟიმში დასწრების უფლება, რადგან მისი მდგომარეობა მძიმეა . 

"გაუგონარი რამ ხდება, ბოლო პერიოდია ხელისუფლებიდან ვისმენთ, რომ ეს ყველაფერი ფარსია და მიშა არის კარგად და რა მოხდა დღეს- დღეს საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ მიშას არ მიეცა საშუალება ვიზუალურად დაენახა ხალხს. ხდება ადამიანის მიზანმიმართულად სიკვდილის პირამდე მიყვანა. სად ვართ ახლა ჩვენ? მიშა სრულიად ჯანმრთელი შევიდა საპატიმროში და რა მივიღეთ? ადამიანის ფიზიკური კონდიცია არის იქამდე, რომ ვერ გადაადგილდება. მინდა მივმართო ხელისუფლებას, გონს მოეგეთ, არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლით თამაში და ეს ყველას ბუმერანგივით დაუბრუნდება",- განაცხადა ექსპრეზიდენტის ძმამ. 

შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის  გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე უნდა ემსჯელათ, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესი ჯერ 14 დეკემბერს, შემდეგ კი 22 დეკემბრისთვის გადადო. 

პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკა „ვივამედმა" დასწრების საშუალება არ მისცა.ამის შემდეგ, ადვოკატმა პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურ რეჟიმში დასწრება მოითხოვა, რაზეც სასამართლომ უფლება გასცა, თუმცა სხდომის დღეს "ტექნიკური მოწყობილობების" არ არსებობის გამო, პენიტენციურმა არ ჩართო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics