|
2022-12-13 18:59:25, 2469 ნახვა
ომი უკრაინაში
ანალენა ბაერბოკი - ჩვენ არ დავუშვებთ უკრაინელების სიცივეში ჩაძირვას
სამშაბათს გერმანია უკრაინას დაჰპირდა დამატებით 53,2 მილიონ აშშ დოლარს ზამთრის პერიოდში მხარდასაჭერად, რადგან უკრაინა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს განიცდის რუსეთის მხრიდან, რის შედეგადაც მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქე ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშე რჩება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა დაადანაშაულა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმაში, რომ ცდილობს უკრაინელების გატეხვას სიცივეში ჩაძირვის სასტიკი ტაქტიკით და დასძინა,რომ გერმანიას ამას არ დაუშვებს. ბაერბოკის თქმით,გერმანია გაუგზავნის აღჭურვილობას უკრაინის ენერგეტიკული ქსელის აღსადგენად, მათ შორის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს "პუტინის ბომბები ნიშნავს, რომ ექიმებს მობილური ტელეფონების შუქზე მოუწევთ ოპერაციების გაკეთება,ბომბები ნიშნავს,რომ ბავშვები საშინაო დავალებას სანთლის შუქზე შეასრულებენ ქუდებით, შარფებითა და ქურთუკებით,“ - დასძინა მან.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)