|
2022-12-13 09:17:51, 3004 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთს არ უთქვამს უარი ტერორის ტაქტიკაზე, მტერი ემზადება მასიური სარაკეტო იერიშისთვის
რუსეთს არ უთქვამს უარი ტერორის ტაქტიკაზე, მტერი ემზადება მასიური სარაკეტო იერიშისთვის,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინამ იცის, სად უნდა ესროლოს და რა გაათავისუფლოს, მიუხედავად რუსი ოკუპანტების მცდელობისა, მთელი ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე დატოვონ. „ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთს არ უთქვამს უარი ტერორის ტაქტიკაზე. მასიური სარაკეტო იერიშების შეწყვეტა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მტერი ემზადება მათთვის და შეიძლება, ნებისმიერ დროს დაგვარტყას. აშკარაა, რომ შუქის გარეშეც ჩვენ კარგად ვიცით, სად ვისროლოთ და რა ჩამოვაგდოთ, თუმცა რუსეთს მაინც აქვს ენერგოკრიზისის იმედი. ეს ტერორისტების ბოლო იმედია. ვიდრე მათ აქვთ რაკეტები, რუსეთში კი ისინი ჯერ კიდევ არის, გთხოვთ, სერიოზულად მიუდექით უკრაინის სამხედრო მეთაურობის, ჩვენი საჰაერო ძალებისა და საჰაერო განგაშის სიგნალის ყველა გაფრთხილებას. ჩვენ მტრის ნებისმიერი განზრახვისთვის ყველა დონეზე უნდა ვიყოთ მზად. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ზამთარი გადავლახოთ“,- განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს რუსი ოკუპანტები ირანული დრონებით თავს დაესხნენ ოდესის რეგიონში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. თავდასხმების შედეგად რეგიონში დაახლოებით 1,5 მილიარდი ადამიანი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)