|
2022-12-12 12:12:07, 2186 ნახვა
მსოფლიო
ირანში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი სიკვდილით დასაჯეს
ირანში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი სიკვდილით დასაჯეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ირანის სასამართლოს განცხადებით, მაჯედ რეზა რაჰნავარდი ქალაქ მაშჰადში ჩამოახრჩვეს. სასამართლოს ცნობითვე, ის უშიშროების ძალების ორი წევრის დაჭრისა და მკვლელობისთვის გაასამართლეს. გარდა ამისა, როგორც Amnesty International-მა განაცხადა, ირანის ხელისუფლება სიკვდილით დასჯას მინიმუმ 21 ადამიანისთვის ითხოვს. აღსანიშნავია, რომ საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებული პირველი სიკვდილით დასჯა მოხდა გასულ ხუთშაბათს, როდესაც მოჰსენ შეკარი ჩამოახრჩვეს, რამაც ფართო დაგმობა გამოიწვია. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლერლის განცხადებით, „მსოფლიომ არ შეიძლება თვალი დახუჭოს ირანის რეჟიმის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ საზიზღარ ძალადობაზე“. შეგახსენებთ, რომ ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციები სექტემბრის შუა რიცხვებში, 22 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, რომელიც თეირანში მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დააკავა და რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. პოლიციის მტკიცებით, გოგონა სადგურზე ცუდად გახდა, საიდანაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა. ამასთან, ახლობლების თქმით, გარდაცვალების მიზეზი სასტიკი მოპყრობა და ცემა გახდა. შეუჩერებელ აქციებთან დაკავშირებით, რომლებიც ქვეყნის ასამდე ქალაქში იმართება, ოქტომბრის ბოლოსთვის, მხოლოდ თეირანში ბრალი 315 ადამიანს წაუყენეს, მათ ბრალი ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებაში, ხელისუფლების წინააღმდეგ პროპაგანდაში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ედებათ. უფლებადამცველი ჯგუფის HRANA-ს ცნობით, არეულობის დროს 18 000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, ხოლო 488 დაიღუპა.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)